14/03/2016

პლასტიკის ბოთლების მჭამელი ბაქტერია აღმოაჩინეს

იაპონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მიკროორგანიზმი, რომელიც იკვებება პლასტიკის ბოთლების ნარჩენებით. აღნიშნული მიკროორგანიზმი შლის პლასტიკის ნარჩენებს და საბოლოოდ ვიღებთ ნახშირორჟანგს, წყალს და თვით ამ მიკროორგანიზმებს.

როგორც მიკროორგანიზმის ფერმენტის გენეტიკური ინფორმაციის კვლევისას გაირკვა პოლიეთილენ ტერეფთალატი (Polyethylene terephthalate), რისგანაც პლასტიკის ბოთლები კეთდება მისთვის სასურველი საკვებია და ჩვეულებრივ ტემპერატურაზე გადაამუშავებს მას.

ამჟამად პოლიეთილენ ტერეფთალატის გადამუშავება ხდება ქიმიურად, მაღალი ტემპერატურისა და მაღალი წნევის პირბებში. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ კვლევამ მომავალში შესაძლებელია გაადვილოს პლასტიკის ბოთლების გადამუშავება და პროცესი მეტად გარემოს დამზოგავი გახადოს.

იხილეთ გაზეთი ასაჰი 12.03.2016