ალბათ ყველამ კარგად ვიცით იაპონური რეალიების ამსახველი
სიტყვები 着物
(Kimono), 生け花
(ikebana), 空手(karate), 侍 (samurai), 寿司 (sushi), わさび (wasabi), 酒 (sake) და სხვა მრავალი.
მაგრამ ახლა მინდა დავწერო იმ იაპონური სიტყების შესახებ,
რომელებსაც ვიყენებთ ქართულში იაპონიასთან დაუკავშირებლადაც. მაგალითად:
カラオケ
karaoke
|
სიმღერისათვის ჩაწერილი მუსიკა, რომლის თანხლებითაც
ნებისმიერს შეუძლია იმღეროს. კარაოკე შეიქნმა იაპონიაში. 空 (kara) ნიშნავს ცარიელს, オケ (oke) არის
სიტყვა オーケストラ (okesutora)
ორკესტრის შემოკლება. კარაოკე იაპონიაში საყვარელი გასართობია. კარაოკესთვის
აქვთ სპეციალურად მოწყობილი ოთახები, საიდანაც ხმა გარეთ არ გამოვა.
შიგ დგას სკამები, მაგიდები, სავარძლებიც შეიძლება იყოს. შეგიძლიათ შეუკვეთოთ სასმელი
და საჭმელიც კი. დგას მუსიკალური ცენტრი, იქვე დევს სიმღერის კატალოგები. კატალოგებში
ნებისმიერ სიმღერას ნახავთ იაპონური „ენკა“-დან დაწყებული ინგლისური პოპულარული სიმღერებით
დამთავრებული. სამწუხაროდ ქართული სიმღერები არა აქვთ. მიმსვლელს შეუძლია იქირაოს
რამოდენიმე საათით და იმღეროს, რამდენიც უნდა და როგორც უნდა.
|
津波
tsunami
|
წყლის ძლიერი ტალღა. ეს იაპონურ ენაში გამოხატავს
დიდი ტალღებს, რომლებიც წარმოიქმნება უმთავრესად ნაპირთან ახლოს მომხდარი მიწისძვრის
შედეგად. 津(tsu)
ნიშნავს ყურეს ან პორტს, ხოლო 波(nami)
ტალღაა.
|
神風
kamikaze
|
ჩვენ ვიყენებთ თვითმკვლელი ტერორისტის მნიშვნეობით,
იაპონურად კი ღვთაებრივ ქარს ნიშნავს. როდესაც
მონღოლთა გემები იაპონიის კუნძულებს მიადგა დაპყრობის მიზნით, ატყდა ქარიშხალი და
დამპყრობელთა გემები ჩაიძირა. ამ ქარს იაპონელებმა 神風(kamikaze)
ანუ ღვთაებრივი ქარი უწოდეს. მეორე მსოფლიო
ომის დროს კი იყვნენ იაპონელი პილოტები, რომლებიც მიდოდნენ მოწინააღმდეგის დასაბომბად
და წინასწარ იცოდენ, რომ უკან ვერ დაბრუნდებოდნენ. იაპონელები მათ kamikaze-ს უწოდებდნენ,
რადგან სჯეროდათ, რომ ისინი იხსნიდნენ ქვეყანას განსაცდელისაგან და მოუტანდნენ გამარჯვებას.
სწორედ აქედანაა წამოსული ამ სიტყვის თვითმკვლელ ტერორისტებთან გაიგივება. თვითონ
იაპონელები kamikaze-ს თვლიან საპატივცემულო სიტყვად და მათთვის შეურაცხმყოფელია
ტერორისტის მნიშვნელობით მისი გამოყენება.
|
数独
sudoku
|
ეს არის ციფრების ცხრილი-რებუსი, სახალისო გასართობი,
რომელსაც ქართული გაზეთები და ჟურნალებიც ბეჭდავენ. ვინ არ იცის სუდოკუ?! თურმე ის
მე-18 საუკუნეში შექმნა ევროპაში ცნობილმა მათემატიკოსმა ლეონარდ ეილერმა და მაშინ
მას „ლათინური კვადრატი“ დაერქვა. ეს რებუსი 70-იან წლებში იბეჭდებოდა ამერიკის Dell
Puzzle Magazine-ში და ერქვა Number Place. შემდეგ 80-იან წლებში იაპონურმა კომპანია
Nikoli-მ, რომელიც რებუსებსა და ლოგიკურ თამაშებზე სპეციალიზირდება, გამოსცა თავის
ყოველთვიურ ჟურნალში სახელით 数字は独身に限る(Sūji
wa dokushin ni kagiru) რაც ნიშნავს „რიცხვი მხოლოდ ერთი უნდა იყოს“. ამ სახელიდან
ამოღებულია პირველი სიტყვის დასაწყისი su და მეორე სიტყვის დასაწყისი doku. ამგვარად
მივიღეთ დასახელება სუდოკუ. იაპონური რებუსების ჟურნალი ხელში ჩაუვარდა ახალზელანდიელ
კაცსს, რომელმაც გააკეთა სუდოკუს ავტომატურად შემქმნელი კომპიუტერული პროგრამა. ეს
პროგრამა მიჰყიდა ინგლისის გაზეთს და აქედან ის უკვე ახალი იაპონური სახელით გავრცელდა და
პოპულარული გახდა ევროპაში, შემდეგ კი ჩვენშიც.
|
オタク
otaku
|
თუ არ გაგიგიათ, მალე გაიგებთ. ეს სიტყვა სწრაფად
მკვიდრდება უცხო ენებში. გამოხატავს ადამიანს, რომელიც რაიმეს ფანი ან გიჟია, ანუ
გადარეულია რამეზე, უფრო ხშირად კომიქსებზე (მანგა) ან კომპიუტერულ თამაშებზე. ჩვეულებრივ
იაპონურ ენაში სიტყვა お宅(otaku)-თი თვაზიანად მოიხსენიებენ მოსაუბრის,
ან ვინმე სხვის სახლს. მაგრამ 80-იან წლებში გამოვიდა ცნობილი ესეისტის და იუმორისტის
აკიო ნაკამორის სერია 「おたく」の研究 («otaku»
no kenkyu) „„ოტაკუ“-ს კვლევა“. ამ ნაწარმოებში მულტფილმებზე გადარეული ახალგაზრდები
იყენებდნენ სიტყვა otaku-ს არა როგორც „თქვენი
სახლი“, არამედ როგორც „თქვენ“, ერთმანეთისთვის მიმართვისას. შემდგომში
otaku-მ შეიძინა ახალი მნიშვნელობა - რამეზე ჩაციკლული ადამიანი. ეს მნიშვნელობა
მალე გავრცელდა იაპონურ საზოგადოებაში. დღეს კი მის ფარგლებს გარეთაც გამოვიდა. სახლის
მნიშვნელობისაგან გასამიჯნად ოტაკუ-ს ამ მნიშვნელობით წერენ ჰირაგანათი おたく ან კატაკანათი オタク.
|
絵文字
emoji
|
ეს სიტყვა ფეისბუქის ინგლისურ ტექსტშიც შეგხვდებათ.
ჩვენ ამას „სმაილიკებს“ ან ტექსტში ჩართულ სურათბს ვუწოდებთ. იაპონურად 絵(e) ნიშნავს სურათს, ხოლო 文字(moji) ასო-ნიშანი ან იეროგლიფია.
ეს არის ასოების ზომის სურათები, რომლებსაც
ურთავენ ტექსტს დამატებითი ინფორმაციის ან ემოციის გადმოსაცემად. რასაც „სმაილიკს“
ვუწიდებთ ყოველთვის გაღიმებული სახე არ არის.
შეიძლება დამწუხრებულიც იყოს და გაბრაზებულიც. ან საერთოდ სახე კი არა და ტორტი დაგვჭირდეს
ემოციის გამოსახატავად, დაბადების დღისთვის სანთლებანთებული. ამდენად emoji ფართო
შინაარსის კარგად მორგებული სიტყვაა, მოიცავს „სმაილიკებსაც“ და სურათებსაც.
|









