ვალენტინობის დღის ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 14 მარტს
იაპონიაში ホワイトデー (howaito dee) , ინგლისურად „White Day“ ანუ „თეთრი დღე“ აქვთ. იაპონელებს ძალიან არ უყვართ ვალში ყოფნა და ვალენტინობის
დღის გასაწონასწორებლად შემოიღეს ისეთი დღე, როცა მამაკაცები აჩუქებენ ქალებს ტკბილეულს.
ვინც ვალენტინობას
შოკოლადი
მიიღო
საჩუქრად,
შოკოლადის გამომგზავნელს სამაგიეროდ უგზავნის „მაშმელოუ“-ს (თეთრი ფერის ღრუბლის მსგავსი ტკბილეული, ჩვენში
ზეფირსაც ეძახიან),
ან თეთრ შოკოლადს.
![]() |
დიდი უნივერმაღები წინასწარ აკეთბენ თავიანთი ტკბილეულის
რეკლამას და გამუდმებით ახსენებენ მომხმარებლებს, რომ ე. წ. „თეთრი დღისთვის“ შეიძინონ
საჩუქარი. ამგვარად დამავიწყდა ან არ გამახსენდაო ვერავინ მოიმიზეზებს.
ეს
ტრადიცია იაპონიაში დაიბადა. შემდეგ ნაწილობრივ გავრცელდა ჩინეთში, კორეაში ტაივანში
და აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში. მიუხედავად ამ დღის დასახელების ინგლისური წარმომავლობისა,
ევროპასა და ამერიკაში ასეთი არაფერი აქვთ.

დავამატებ პატარა დეტალს, საპასუხო შოკოლადი ცოტა ძვირი უნდა იყოს ვალენტინობის შოკოლადზე :)) მიყვარს ეს ქვეყანა :)
ReplyDelete