14/02/2017

ვალენტინობა იაპონიაში

ვალენტინობის აღნიშვნა იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყეს.  ამ დროს იაპონიის შოკოლადის მწარმოებლებმა სიტუაცია კარგად გამოიყენეს  და თავიანთი სარეკლამო კამპანიისას ხალხს მიაწოდეს აზრი, რომ ვალენტინობის დღეს შოკოლადი ყველაზე კარგი საჩუქარია. საზოგადოებამ ეს აზრი აიტაცა და მას მერე იაპოიაში ყოველ წელს ვალეტინობას გაყიდული შოკოლადის რაოდენობა სულ უფრო მატულობს.

საინტერესოა, რომ შოკოლადს იაპონიაში სიყვარულის ნიშნად  ქალები ჩუქნიან მამაკაცებს და არა პირიქით. თუმცა ბოლო დროს ვალენტინობის დღეს შკოლადს ქალისა და მამაკაცის სიყვარულის მოტივის გარეშეც სჩუქნიან ხოლმე. მაგალითად ქალები თავის მეგობარ ქალებს, მშობლები შვილებს, თანამშრომლები ერთმანეთს და ა. შ. მაგრამ დღემდე იაპონიაში არ არის ტრადიცია, როდესაც ვალენტინობას მამაკაცი ქალს სჩუქნის შოკოლადს ან რამე საჩუქარს.
იაპონურ ენაში გაჩნდა შემდეგი სიტყვათშეთანხმებები:
 義理チョコ(giri choko) შოკოლადი თავაზიანობის გამოსახატავად, 
友チョコ
(tomo choko) შოკოლადი მეგობრისთვის,
本命チョコ (honmei choko) შოკოლადი რჩეულისთვის
საყვრელი ადამიანისათვის შოკოლადს ყიდულობენ ცნობილი მწარმოებლებისგან.
 ასეთი შოკოლადი ძალიან ლამაზად გაფორმებულია,
გულის ფორმის კოლოფში დევს ან თვითონ შოკოლადს აქვს გულის ფორმა.
ბევრი გოგონა თუ ქალი თავისი რჩეულისათვის შოკოლადს თავისი ხელით აკეთებს.
მე ჩავთვალე რომ შოკოლადს მე სახლში იმათზე უკეთ ვერ გავაკეთბ ვიდრე
ამას ცნობილი მწარმოებლები აკეთბენ. ამიტომ ვაცხობ ასეთ შოკოლადის ნამცხვარს.

1 comment:

  1. მარიამ ტურაშვილი6/4/17 16:44

    ჩემი სტუდენტებისგან ვიცი კიდევ ერთი, დიუთიჩოკო :) ანუ სავალდებულო საჩუქარი თანამშრომლებისთვის, რომელიც ბევრგან პრობლემა გახდა და ბევრი კომპანია ცდილობს რომ ტრადიცია მოსპოს

    ReplyDelete